Tuesday, April 13, 2010

სათაფლია


პროექტის სახელი: სათაფლიას გამოქვაბული.
პროექტის მოკლე აღ
წეა: სათაფლიას გამოქვაბულის გაცნობა.
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად. პროექტში მონაწილე ბავშვები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სათაფლიას გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული ცნობების მოგროვება სათაფლიას შესახებ, გამოქვაბულის აღწერა და კირქვის დამახასიათებელი თვისებების აღმოჩენა, დინოზავრის ნაკვალევზე ინფორმაციის მოძიება, იქვე არსებულ მუზეუმზე ისტორიული ცნობების შეგროვება, გამოქვაბულის აღმომჩენ პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვება და ყველა მოპოვებული ინფორმაციის გამოქვეყნება ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი: 16 - 17 წელი.
ვადები/ხანგძლივობა: ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ექსკურსია ქუთაისში, შესაბამისი ლიტერატურის მოძიება ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში, ფოტოგალერეა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეილება შეიქმნას: ფოტოგამოფენა, ვებ ბლოგი, ბროშურების გამოშვება.
სარგებელი სხვაბისთვის: გაეცნობიან სათაფლიას გამოქვაბულს და მიიღებენ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგნობრივი ჯგუფი ისტორია, გეოგრაფია. მოსწავლეებს გაუვითარდებათ კვლევის უნარ–ჩვევა. საპრეზენტაციო უნარ–ჩვევის განვითარება.
პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა გოგოლაძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: x.gogoladze@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: xatunagogoladze.blogspot.com